ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფოტოგალერეა

პროფესორ სტივენ კოტკინის საჯარო ლექცია

18 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბჭოთა კავშირის ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა ისტორიკოსმა, სტალინის განთქმული ბიოგრაფიის ავტორმა, სტივენ კოტკინმა,წაიკითხა საჯარო ლექცია: უნდა მომკვდარიყო თუ არა საბჭოთა კავშირი? (Did the Soviet Union have to die?).

ლექცია ჩატარდა ლექციათა ციკლის ფარგლებში "კრიზისი და კრიტიკა", რომელსაც მხარს უჭერს პროგრამა „კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი“.

მომხსენებლის შესახებ

სტივენ კოტკინი პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი და სტენფორდის უნივერსიტეტთან არსებული ჰუვერის ინსტიტუტის წევრია. მის ნაშრომებს შორისაა: „მაგნიტური მთა - სტალინიზმი როგორც ცივილიზაცია“ (1995); „აცილებული არმაგედონი - საბჭოთა კოლაფსი, 1970-2000“ (2001), „სტალინი, ტ. 1 - ძალაუფლების პარადოქსები“ (2014) და მრავალი სხვა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ:http://iliauni.edu.ge/ge/siaxleebi-8/gonisdziebebi-346/profesor-stiven-kotkinis-sadjaro-leqcia-unda-momkvdariyo-tu-ara-sabchota-kavshiri.page

ლექციის ჩანაწერი დაიდება: https://www.youtube.com/

ბანერები