ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფოტოგალერეა

”კრედოს” სტიპენდიები 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ სტუდენტებს

ახალი ამბები

17 ნოემბერს, 13:00 საათზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”კრედოს” სათაო ოფისში შედგა შეხვედრა 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ სტუდენტებთან, რომელთა შორისაც იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. სტიქიით დაზარალებულ სტუდენტებს - თამარ მღებრიშვილს (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი) და თინათინ ელიზბარაშვილს (სამართლის სკოლა) კომპანია ”კრედოსგან” დაენიშნათ სტიპენდია.

გარდა ამისა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა თინათინ ელიზბარაშვილს დაუფარა 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სწავლის საფასურის დარჩენილი ნაწილი, ხოლო თამარ მღებრიშვილს 2015 წლის ივნისიდან დაუნიშნა ერთწლიანი სტიპენდია თვეში 150 ლარის ოდენობით.

ბანერები