ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დისკუსიები

საჯარო დისკუსია – „გამჭვირვალობის სტანდარტების მნიშვნელობა საზოგადოებრივი აზრის კვლევებში“

დისკუსიები

6 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია გამართავს საჯარო დისკუსიას, რომელზეც განხილული იქნება გამჭვირვალობის სტანდარტების შემუშავების მნიშვნელობა კვლევების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია პროფესიული გაერთიანებაა, რომლის მიზანია ხარისხიანი და მაღალეთიკური სტანდარტების შესაბამისად საზოგადოებრივი აზრისა და სხვა სამეცნიერო კვლევების ჩატარების ხელშეწყობა.

დისკუსიის დროს განსახილველ საკითხებს შორისაა გამჭვირვალობის სტანდარტები, მათი შემუშავებისა და განვითარების გზები, გამჭვირვალობის სტანდარტების მონიტორინგისა და აღსრულების მექანიზმები. ასევე, მიმოხილული იქნება კვლევითი ორგანიზაცია BCG-ის მიერ განხორციელებული კვლევებისას გამჭვირვალობის სტანდარტების გამოყენების პრაქტიკა. მოხსენებებით წარდგებიან საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის წევრები, კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მკვლევრები.

იხილეთ განრიგი ბმულზე: https://bit.ly/2ZRgG5L

დრო: 6 დეკემბერი, 14:00-16:00 საათი

ფორმატი: დისტანციური, უზრუნველყოფილი იქნება Live ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდზე

2021 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები