ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დისკუსიები

„პუტინის კოცნა” ფილმის ჩვენება და დისკუსია

ღონისძიებები

10 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ადამიანის უფლებათა დაცვის დღის აღსანიშნავად მედიის განვითარების ფონდის (MDF) ორგანიზებით უჩვენებენ დოკუმენტურ ფილმს „პუტინის კოცნა” (Putin’s Kiss) და გაიმართება დისკუსია.

დისკუსიას გაუძღვება კინომცოდნე გოგი გვახარია.

შეხვედრას მოდერაციას გაუწევს ილიაუნის პროფესორი ნინო დანელია.

დანიელი რეჟისორის, ლისე ბირკ ფედერსენის ფილმი „პუტინის კოცნა” გვიყვება რუსეთში ახალგაზრდა აქტივისტის ცხოვრებასა და მისი ცნობიერების ტრანსფორმაციაზე. მაშა დროკოვა კრემლთან დაკავშირებულ ეროვნულ-ახალგაზრდულ გაერთიანება „ნაშის” 16 წლისა შეუერთდა და მალევე დაიწყო კარიერული აღმასვლა, თუმცა მისი შეხედულებები ნელ-ნელა შეიცვალა მას შემდეგ, რაც კრიტიკოს ჟურნალისტთა წრეში აღმოჩნდა. ცნობილ ბლოგერ ოლეგ კაშინზე სასტიკი თავდასხმა ახალგაზრდა აქტივისტის შეხედულებებს კარდინალურად ცვლის.

ფილმმა 2012 წლის სანდენსის კინოფესტივალზე მსოფლიო კინემატოგრაფიის ჯილდო მოიპოვა დოკუმენტურ ჟანრში.

ფილმი გახმოვანებულია ქართულ ენაზე და ახლავს ინგლისური სუბტიტრები.

ფილმის ტრეილერი შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://shorturl.at/cxHZ7

შეზღუდული ადგილების გამო კინოჩვენებაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე:
https://shorturl.at/BIKR2

რეგისტრაციის შემდეგ დაელოდეთ მედიის განვითარების ფონდის ელფოსტას.

ღონისძიება ეწყობა პროექტის „ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე: DemDoc ახალგაზრდებისთვის” , რომელსაც მედიის განვითარების ფონდი (MDF) The WHY Foundation-თან (TWF) პარტნიორობითა და The New Democracy Fund (NDF)-ის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ქართველი ახალგაზრდების მონაწილეობას ქვეყნის დემოკრატიულ, სოციალურ-ეკონომიკურ და მდგრადი განვითარების პროცესებში.

 2023

ბანერები