ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ზოგი რამ ჭადრაკის შესახებ

17 ოქტომბერს, ილიაუნის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარმა, დოქტორმა როლანდ ბურჭულაძემ წაიკითხა მოხსენება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში. იგი წლების განმავლობაში აქტიურად ამუშავებს სავარაუდო ეგვიპტური წარმომავლობის ტოპონომიკას ქართველურ, კავკასიურ და ზოგადად, აზიის არეალში, იკვლევს საკუთრივ ეგვიპტის ტოპონომასტიკას (ნილოსი, ხაპი), ეგვიპტურიდან პირდაპირი გზით ან სხვადასხვა ენობრივი არეალის გავლით ქართველურ ტოპონომიკაში დადასტურებულ ნასესხობებს (კავკასია, ქუთაისი, აფხაზი, ურარტუ, სვანეთი, რაჭა, მესხი, ჯავახი და ა.შ.)

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს როლანდ ბურჭულაძის მიერ ჭადრაკის შექმნასთან დაკავშირებული ლეგენდების კვლევა, რომელიც მეცნიერმა სულ ახლახან დაასრულა. მკვლევარი აანალიზებს ჭადრაკის გამოგონებასთან დაკავშირებით დღემდე ცნობილ და მეტ ნაკლებად გაზიარებულ თვალსაზრისებს და საკმაოდ დამაჯერებლად ასაბუთებს, რომ მსოფლიოს ერთერთი უძველესი და პოპულარული თამაში, ჭადრაკი, არა ინდური, არამედ სწორედ ეგვიპტური წარმომავლობისაა.

როლანდ ბურჭულაძის ნაშრომი მალე დაიბეჭდება მონოგრაფიის სახით.

ბანერები