ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

Wizz Air-ის ახალგაზრდული კონკურსი

კონკურსები

Wizz Air-ი 18-25 წლის ახალგაზრდებს იწვევს  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. გამარჯვებულები ერთწლიანი შეუზღუდავი მოგზაურობის პაკეტით დასაჩუქრდებიან.

31 ივლისიდან 1-ლ სექტემბრამდე 2-4 სტუდენტისგან შემდგარი გუნდები უნდა დარეგისტრირდნენ ვებგვერდზე https://www.wizzyouthchallenge.com/.   

საერთაშორისო კონკურსი „WIZZ-ის ახალგაზრდული გამოწვევა“ მის მონაწილეთ,  ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრისა და ბიზნესის მართვის უნარების გამოვლენის საშუალებას აძლევს რეალური ბიზნესქეისის გადაწყვეტის გზით.

სტუდენტების მთავარი ამოცანა მოიფიქრონ  შემოქმედებითი, ინოვაციური და უნიკალური იდეები, რომლებიც მომავალში შეიძლება Wizz Air-ის მდგრადი განვითარების სტრატეგიაში ინტეგრირდეს.

ფინალისტები, რომლებიც მოკლე სიაში მოხვდებიან, თავიანთი იდეების წარსადგენად გაემგზავრებიან ბუდაპეშტში, სადაც 2019 წლის 14-15 ოქტომბერს გაიმართება კონკურსის ფინალური ეტაპი ჩატარდება.  მონაწილეები Wizz Air-ის მაღალი რგოლის მენეჯერებს შეხვდებიან.

WIZZ-ის ახალგაზრდული გამოწვევა უნიკალური შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის, რეალური გავლენა მოახდინონ რეალურ ბიზნესზე. 

ჩვენ გელოდებით

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.wizzyouthchallenge.com/



ბანერები