ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

Venture Elevator-ის ფარგლებში პროექტის მონაწილე გუნდებთან მენტორინგ-სესიები გაიმართა

ახალი ამბები

18 და 19 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამის Venture Elevator ფარგლებში გაიმართა პროექტის მონაწილე გუნდებთან მენტორინგ სესიები და ჯგუფური სამუშაოები.

18 მაისს გუნდებმა მთელი დღის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია აწარმოეს მენტორებთან და მიიღეს კვალიფიციური კონსულტაციები.

19 მაისს კი მთელი დღის განმავლობაში მათ საშუალება ჰქონდათ ჯგუფურად ემუშავათ თავიანთ იდეებზე და გაეთვალისწინებინათ მენტორებისგან მიღებული რჩევები.

პროექტის მხარდამჭერები არიან აშშ-ს საელჩო საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, Startup Grind Tbilisi და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

ბანერები