ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

უნიმარკეტი - გიორგი კარგად იქნება

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი, 23 წლის გიორგი პაპუნაშვილი, უკვე ერთი წელია, ებრძვის უმძიმეს დაავადებას. მას 2016 წლის თებერვალში დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე რეტროპერიტონულ არეში.

მკურნალობდა თბილისში, კლინიკაში „ლანცეტი“, რის შემდეგაც, ექიმის შუამდგომლობით, თურქეთის „ლივ-ჰოსპიტალში“ გააგრძელა მკურნალობა (ანკარა).

თურქეთში მკურნალობის პერიოდში, გიორგის გადაუნერგეს ძვლის ტვინი, ჩაუტარეს ქიმიოთერაპიის კურსი და გაჩნდა გამოჯანმრთელების რეალური შანსი. თუმცა, მას მკურნალობის ბოლომდე მისაყვანად თანხა აღარ ჰყოფნის. დარჩა 21 000 $, რომელიც ერთი თვის ვადაში უნდა შეაგროვოს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბების ორგანიზებით, 8 აპრილს, 12:00-დან 17:00 საათამდე, A კორპუსის წინ (ჭავჭავაძის გამზ. N32) გაიმართება უნიმარკეტი, რომელში მონაწილეობის მიღებაც ყველას შეუძლია.

უნიმარკეტზე ნივთების გასაყიდად გამოტანა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. იმისთვის, რომ სივრცე შესაბამისად მოწყობილი დაგახვედროთ და განსაზღვრული იყოს ყველას ადგილი და საჭიროებები, შეგვივსეთ რამდენიმეველიანი სარეგისტრაციო ფორმა.

უნიმარკეტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება გიორგის გამოჯანმრთელებას.

თანხის გადარიცხვა შესაძლებელია გიორგის დედის საბანკო ანგარიშზე:

მიმღები ბანკი: სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკი"
ბანკის კოდი: BAGAGE22;
გაგარინის ქ.29ა, თბილისი 0160, საქართველო.
მიმღების დასახელება: მეგუთნიშვილი თამარი
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE67BG0000000138745300

ან ვებგვერდზე: http://wehelp.ge

უნიმარკეტის დრო: 8 აპრილი, 12:00-17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსის წინა ეზო (ილია ჭავჭავაძის გამზ. # 32)

#გიორგიკარგადიქნება

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები