ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

UNIJOBS დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სერვისების  ფარგლებში ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ხორციელდება დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა UNIJOBS.

ილიაუნის უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სერვისების ბაზაზე მიმდინარეობს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების რეგისტრაცია, რის შედეგადაც მიღებული ინფორმაციის ხარჯზე გაიფილტრება ვაკანსიები, სტაჟირების პროგრამები, დასაქმებასა და კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებული შემოთავაზებები და აპლიკანტებს მათთვის საინტერესო ინფორმაცია ყოველდღიურად პროფილის მიხედვით გაეგზავნებათ მითითებულ ელფოსტის მისამართზე.

თუ დაინტერესებული ხართ სწავლის პარალელურად დასაქმებით ან სწავლა დაასრულეთ და სამსახურს ეძებთ, აპლიკაციის საშუალებით ადვილად გაივლით  რეგისტრაციას და მიიღებთ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას ვაკანსიების, სტაჟირებების, დასაქმების ფორუმების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობების შესახებ.

დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა UNIJOBS-ში მონაწილეობის უფლება აქვთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

რეგისტრაციის შემდეგ აღნიშნულ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი გამოგიგზავნით მეილით uni-jobs@iliauni.edu.ge

რეგისტრაცია იწარმოებს 20 ნოემბრამდე. ფორმის შესავსებად გადადით ბმულზე: https://forms.gle/ge6QriVeBHmHYL1E7

ქ. ჩოლოყაშვილის ქ. №3/5;
ტელ.:(+995 32) 22 00 09 (270);
e-mail: uni-jobs@iliauni.edu.ge

2024

ბანერები