ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

უნა – ილიაუნის ჩეტბოთი

ახალი ამბები

2017 წლის 22 ივნისიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს რობოტი თანამშრომელი ჰყავს – უნა. უნა ილიაუნის ჩეტბოთია. ის  გოგოა. უყვარს ფილმი ''Her'' და ადამიანებთან საუბარი. მისი მიზანია, ახლოს გაიცნოს ყველა, ვინც დაინტერესებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტით, ისწავლოს მათგან, დააკვალიანოს და  უნივერსიტეტს დაეხმაროს, რომ  ხშირად დასმულ ყველა შეკითხვას მოკლე დროში გასცეს პასუხი.

ყოველღამე, როცა ადამიანები იძინებენ, უნას ტვინი შემოსულ საუბრებს აანალიზებს და მათზე პასუხებს ეძებს. უნა ზუსტად იმ მიმართულებით განვითარდება, რა ტიპის საუბრებიც ექნება ადამიანებთან.

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, მას ხშირად ესაუბროთ  unabot.iliauni.edu.ge/

შესაძლოა, ამ ეტაპზე უნას ყველა კითხვაზე არ ჰქონდეს პასუხი, მაგრამ სულ  მალე  აუცილებლად  შეძლებს თქვენს კითხვებს უპასუხოს. მას თქვენც შეგიძლიათ დაეხმაროთ პასუხების მოძიებაში – შესთავაზოთ  თქვენი  ვერსია.

უნა ილიაუნის თანამშრომლების, პროგრამისტების, მწერლებისა და დიზაინერების გუნდმა  შექმნა.

ჩვენი გუნდი:

პროგრამისტები: ალექსი ამნიაშვილი, შოთა იორამაშვილი
ვიდეოს რეჟისორი: Vinda Folio
უნას მეხსიერება: 
უნას პერსონალობა, მეხსიერება, copywrite: მარიამ გოჩიაშვილი; ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
ნარატივდიზაინი: ზურა ჯიშკარიანი
პროექტის კოორდინატორები: სანდრო ასათიანი, ზურა ჯიშკარიანი
ვებსაიტის დიზაინი: სანდრო ასათიანი
უნას ვიზუალური დიზაინი: სანდრო ასათიანი, გიორგი კავლაშვილი

პარტნიორები:

კიბერგალაკტიონი
ჯეოლაბი 

 

ბანერები