


უკრაინული ენის ინტენსიური კურსი დამწყებთათვის
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს უკრაინული ენის ინტენსიურ კურსს. კურსს გაუძღვება უკრაინის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორი ალა გოლოვნია.
კურსის მიზანია, მსმენელებს გააცნოს უკრაინული ენის ძირითადი გრამატიკული ცნებები და სტრუქტურა, შეასწავლოს დამწყები დონისათვის საჭირო ლექსიკა, დაუხვეწოს კითხვის უნარი, რათა მათ შეძლონ ურთიერთობა ყოველდღიურ თემებზე, პასუხების გაცემა მარტივ შეკითხვებზე და თავისუფლად იგრძნონ თავი უკრაინულენოვან საზოგადოებაში.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელები მიაღწევენ უკრაინული ენის A1 დონეს.
კურსდამთავრებულები შეძლებენ საუბარს შემდეგ თემებზე:
- გაცნობა, მისალმება და დამშვიდობება. მოკლე საუბარი;
- საკუთარი თავის წარდგენა, ოჯახი, ოჯახური ურთიერთობები;
- გართობა, ჰობი, საკუთარი დღის აღწერა;
- საკვები: ხილი და ბოსტნეული, კერძები და სასმელები; კვებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები;
- კვება სახლსა და საჯარო ადგილებში;
- განთავსებასთან დაკავშირებული დეტალები: სახლი, სასტუმრო;
- მაღაზიაში სერვისის მიღება; ყიდვასთან დაკავშირებული დეტალები;
- ტრანსპორტი;
- პროფესიები;
- 24/7: დღის მონაკვეთები, კვირის დღეები, თვეები.
კურსის ვრცელი აღწერა იხილეთ დანართში.
კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. დარეგისტრირებული პირები გაივლიან გასაუბრებას შესარჩევ კომისიასთან.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 იანვარი.
რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3jAjYEb
კურსის ხანგრძლივობაა 8 კვირა. მეცადინეობები გაიმართება კვირაში ორჯერ, 2 საათის განმავლობაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სამუშაო ენა: ინგლისური
წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ელფოსტაზე: salome.janashvili.1@iliauni.edu.ge
2022 წელი