ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

უკრაინის მოქალაქე 15 სტუდენტი სამოქალაქო ინჟინერიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ისწავლის

ახალი ამბები

უკრაინის მოქალაქე 15 სტუდენტი 2022-2023 აკადემიურ წელს სრული დაფინანსებით ისწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ინგლისურენოვანი სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის – შემუშავებულია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით საერთაშორისო ABET აკრედიტაციის სტანდარტებით – პირველ, მეორე და მესამე კურსებზე.

სტუდენტების სწავლისთვის საჭირო ხარჯებს სრულად დააფინანსებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ინიციატივის მხარდამჭერია ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, რომელიც, თავის მხრივ, პროგრამაზე ჩარიცხულ უკრაინის მოქალაქე 15 სტუდენტს 2022-2023 აკადემიური წლის განმავლობაში შესთავაზებს ანაზღაურებად სტაჟირებას.  

მხარდამჭერი პროგრამით სარგებლობა და დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ:

  • რისკის ქვეშ მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ უკრაინაში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტისა და საშუალო სკოლის კურსდამთავრებულის სტატუსი;   
  • იმ პირებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პროგრამაზე ჩარიცხვის დადგენილ წინაპირობებს.

დამატებითი ინფორმაცია

ინდივიდუალურ საჭიროებათა გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება სასწავლო გეგმის მოდიფიკაცია და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გაწერა.  

სწრაფი ბმულები

2022 წელი

 

ბანერები