ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

უფლისციხის კვლევისა და რესტავრაცია-გამაგრების პროექტის პრეზენტაცია

ახალი ამბები

13 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გამართეს უფლისციხეში.

პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს კვლევის ცენტრი შეიმუშავებს უფლისციხის ნაკრძალის კომპლექსური მონიტორინგის სისტემის, გამაგრება-კონსოლიდაციისა და დაცვის გადაუდებელი ღონისძიებების გრძელვადიან სამოქმედო გეგმებს. ძეგლზე კომპლექსური მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდება და ერთიანი კვლევების საფუძველზე შემუშავდება ძეგლის მოვლის სამუშაოები. გამოვლინდება კლდოვანი მასივის კრიტიკული არეალები, გატარდება კლდის შესაძლო ნგრევის საწინააღმდეგო ღონისძიებები. პროექტი ასევე მიზნად ისახავს ძეგლის კონსერვაციის მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას.

უფლისციხეში სამუშაოების პრეზენტაციას საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბანერები