სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
16 მარტი, 2026
ახალი ამბები
16 მარტი, 2026
განცხადებები
12 მარტი, 2026
უფასო მეტყველების თერაპია 4-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის კლინიკური პრაქტიკის ფარგლებში 4-დან 12 წლამდე მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვებს სთავაზობს რამდენიმე სახის კონსულტაცია-თერაპიას.
მეტყველების დარღვევაში იგულისხმება, თუ ბავშვს:
- აქვს ბგერების წარმოთქმის სირთულე (უჭირს ცალკეული ბგერების გამოთქმა, ანაცვლებს სხვა ბგერით, ან ტოვებს ბგერებსა და მარცვლებს სიტყვებში);
- მისი მეტყველება რთულად გასაგებია გარშემომყოფებისთვის.
ენისა და მეტყველების თერაპევტები და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სუპერვიზიით უზრუნველყოფენ:
- ბავშვის მეტყველების განვითარების შეფასებას;
- საჭირო ინტერვენციის დაგეგმვასა და განხორციელებას;
- წერილობითი რეკომენდაციების გაცემას.
კლინიკური პრაქტიკის ფარგლებში ბავშვები უფასოდ მიიღებენ მაღალი ხარისხის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მომსახურებას (სულ 15 სესია).
რეგისტრაციის დეტალები და პირობები:
- რეგისტრაციის ბოლო ვადა: 21 მარტი, 2026 წელი
- რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/hGTatZep6kMuJX7MA
- ადგილები შეზღუდულია: შესაძლებელია მხოლოდ 9 ბავშვის მიღება.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის ორგანიზატორებს ნომერზე: 595 69 99 91
2026