ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა 2024-2025 – განაცხადების მიღება

ახალი ამბები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო განაცხადების მიღება  უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე (ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს, თუ იგი, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, არ არის შეყვანილი მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტში).

დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადების მიღება წარმოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2024 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით.

განაცხადში უნდა მიეთითოს იმ უმაღლესი დაწესებულების დასახელება, რომელშიც განმცხადებელს სურს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოპოვება, და დანართის სახით წარედგინოს ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 5 სექტემბრის №144/ნ ბრძანებაში „2024-2025 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა“.

2024 წელი

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები