ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

თხუთმეტმა დოქტორანტმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდის გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 15-მა დოქტორანტმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა.

გამარჯვებულ პროექტებს შორისაა:

  • ნათია კევლიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი – პროექტი „იზოლირებული მქრალი რენტგენული პულსარების გამოსხივების მოდელი“;
  • ირინე შარიქაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი – პროექტი „კაინის მჟავათი დამუშავებული ჰიპოკამპის ნეირონის ულტრასტრუქტურა, სამგანზომილებიანი ნანოარქიტექტონიკა და ნანომექანიკა. ელექტრონულ-მიკროსკოპული და ატომურ-ძალოვან-მიკროსკოპულიო კვლევა“;
  • ირაკლი ავქოფაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი – პროექტი „ბოლნისის მადნიანი რაიონის ვულკანო ტექტონიკა“;
  • მარიკა ჩიკვილაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი – პროექტი „მიელინის ფუძე ცილის იზომერების მონაწილეობა ნეიროანთებით პროცესებში“;
  • ლელა არაბული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი – პროექტი „ლისის და კუს ტბების მოლუსკების პარაზიტოლოგიური გამოკვლევა“;
  • ფიქრია ხომასურიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი – პროექტი „პროპიონის მჟავა, როგორც ნეიროდეგენერაციული მდგომარეობების რისკფაქტორი: კორელაციური მიკრო-, ულტრა და ნანოანალიტიკური მიდგომები ამიგდალას ნეირონის სამგანზომილებიანი აღნაგობის შესასწავლად. Invivo და In vitro კვლევა“;
  • ლელა ჩიტაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი – პროექტი „პრიონის მსგავსი ცილა – CPEB3 და მეხსიერების მოლეკულური მექანიზმები წიწილებში მხედველობითი შთაბეჭდვის დროს“;
  • ნიკა პაპოშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი – პროექტი „გარიელის (Melanitta fusca) კავკასიური პოპულაციის ფილოგეოგრაფია და კონსერვაცია“;
  • ნატალია კიკნაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი – პროექტი „დაბალმოლეკულური ფტალატების პრენატალური ნეიროტოქსიკური პოტენციალის შეფასება“;
  • ნინო ოგანეზოვი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი – პროექტი „ინოზიტოლები და ტვინის ტრავმული დაზიანება“;
  • ნინო ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი – პროექტი „LNP1-ის როლი ენდოპლაზმური რეტიკულუმის სტრესსა და პანკრეასის კიბოს პერინერვულ ინვაზიაში“;
  • ნინო ქაჩლიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი – პროექტი „საქართველოში გავრცელებული ანცილუსის გვარის მოლუსკების ტაქსონომია და ფილოგეოგრაფია“;
  • მარიამ მანჯიკაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის დოქტორანტი – პროექტი „ორწერტილოვანი სასაზღვრო ამოცანები მეოთხე რიგის არაწრფივი ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებებისათვის რეზონანსულ შემთხვევაში“;
  • თათული დუშუაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის დოქტორანტი – პროექტი „მშენებლობის სექტორის ფინანსური მდგრადობის შეფასება საქართველოს მაგალითზე“;
  • თამარ გვალია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დოქტორანტი – პროექტი „ემოციების აღქმა და ემოციური ხელმისაწვდომობა მშობლებში: აუტისტური მახასიათებლები, როგორც მედიატორი ცვლადი“.

კონკურსის მიზანი ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება, წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევრების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობაა.

ვულოცავთ დოქტორანტებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას!

2021 წელი

ბანერები