ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ტრენინგკურსი Educate the Educators

ახალი ამბები

8 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრენინგკურსი Educate the Educators გაიმართა.

ტრენინგი განკუთვნილი იყო სხვადასხვა დისციპლინის აკადემიური პერსონალისთვის და მიზნად ისახავდა ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტების პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით აკადემიური პერსონალის გადამზადებას, რათა მათ წარმატებით შეძლონ ბრიტანეთისა და სხვა წამყვანი უნივერსიტეტების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა და სასწავლო კურიკულუმებში ასახვა.

ტრენინგი დაფუძნებული იყო პრაქტიკულ ვორკშოპებსა და სავარჯიშოებზე და მოითხოვდა მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას, რომ  მათ გამოემუშავებინათ საკითხისადმი ინდივიდუალური მიდგომა და ხედვა.

ტრენინგს უძღვებოდა ბრისტოლის უნივერსიტეტის უფროსი კონკულტანტი მეწარმეობის დარგში მაირი ტრელფოლი.

ტრენინგები გაიმართა ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის"ფარგლებში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ ოდლრიჯის ინსტიტუტსა და ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

პროექტს მართავს და კოორდინირებას უწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახური.

ბანერები