ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ტრენინგი პირადი ფინანასების მართვაში - ილიაუნის ბიზნესის სკოლის ფინანსური განათლების ცენტრი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა და მის ბაზაზე არსებული ფინანსური განათლების ცენტრი აცხადებს მიღებას ტრენინგში „პირადი ფინანსების მართვა“ მონაწილეობისათვის.  ტრენინგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ფინანსური სისტემა, საბანკო პროდუქტები, მომხმარებლის უფლება-პასუხისმგებლობები, სასამართლო დავები, თაღლითობა, პერსონალური ბიუჯეტი.

ტრენინგს ჩაატარებენ ფინანსური განათლების ცენტრის ტრენერები.

  • კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს  და ექნება შესაძლებლობა, თავად ჩაატაროს ტრენინგები;
  • მონაწილეობა მიიღოს ფინანსური განათლების ამაღლების კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებში;
  • განაცხადის გაკეთება შეუძლია მხოლოდ  ბიზნესსკოლის სტუდენტს;
  • ტრენინგი მოიცავს 6 შეხვედრას.
სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/qoD3zW

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20 მაისი.

გისურვებთ წარმატებას!

ბანერები