ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ტრენინგი ჩხოროწყუელი პედაგოგებისთვის – ილიაუნის სასკოლო განათლების მხარდაჭერის პროგრამა

ახალი ამბები

15 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასკოლო განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ტრენერმა ხათუნა ბარაბაძემ ჩხოროწყუს რაიონის საშუალო სკოლების პედაგოგებისთვის ტრენინგი გამართა.

ტრენინგის თემა: „პრაქტიკის კვლევა“.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 70- მა პედაგოგმა, რომელთა მოსწავლეებიც განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩევიან საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსი საქართველო • Kings Georgia-სთან ოლიმპიადებში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასკოლო განათლების მხარდაჭერის პროგრამის პირველი ეტაპი საგანმანათლებლო ორგანიზაცია „კინგსთან" თანამშრომლობით განხორციელდება თებერვლიდან აპრილის ჩათვლით. ამ ეტაპზე განათლების სკოლის ტრენერები რუსთავში, ახალციხეში, ფოთში, ბათუმში, ჭიათურაში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, თელავსა და ოზურგეთში ტრენინგებს ჩაუტარებენ იმ პედაგოგებს, რომელთა მოსწავლეებიც განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩევიან კინგსის ოლიმპიადაზე. სულ ტრენინგს პროგრამის პირველ ეტაპზე 800 პედაგოგი გაივლის.

საჯარო სკოლის დირექტორებს შეუძლიათ, მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსებით გამოხატონ პროექტში ჩართვის სურვილი. რეგისტრაცია 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ტრენინგები სექტემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე გასტანს.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 31 მაისი, 2018

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/14V2a4

ან

დაგვიკავშირდით ტელეფონზე: (+995 32) 222 00 09 (352)

ბანერები