ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ტრენინგი „ადრეული განათლების კურიკულუმი − თამაში“

ახალი ამბები

ბაგა-ბაღებში მომუშავე პრაქტიკოსებისა და ყველა იმ ადამიანისათვის, რომელთაც ადრეული და სკოლამდელი განათლების მეთოდოლოგია და სასწავლო პროგრამები აინტერესებთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას უნივერსიტეტის მიერ აკრედიტებულ 2-კრედიტიან (36 საკონტაქტო საათი) პროგრამაზე „ადრეული განათლების კურიკულუმი − თამაში“. კურსის მონაწილეები გაეცნობიან 2020 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებულ კურიკულუმს, რომელიც 2-დან 5 წლამდე და შერეული ასაკობრივი ჯგუფებისთვის შეიქმნა.

ტრენინგი ჩატარდება ონლაინ კვირაში 4 დღე (სამშაბათი-პარასკევი).

ტრენერი – ხათუნა დოლიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბავშვის განვითარების ინსტუტიტის სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრის ხელმძღვანელი

სწავლის დაწყების თარიღი: 5 ნოემბერი, 2024

რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://forms.gle/tBw8L5NuXD9Azs4P6

სწავლის საფასური: 400 ლარი (მონაწილეებისთვის წიგნების ბეჭდვა შედის სწავლის საფასურში)

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ.: 595 69 99 91

2024

ბანერები