ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ტექნოლოგიის სკოლაში სტუდენტურ კომუნიკაციათა მოხალისეების მეორე ნაკადის მიღება იწყება

ახალი ამბები

გახდი სტუდენტ-ამბასადორი და შემოუერთდი ტექნოლოგიის სკოლის სტუდენტურ კომუნიკაციათა მოხალისეების გუნდს.

რეგისტრაციის ვადები: 10-21 ივნისი
რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/Se1J1PvFdmkXAkrz6

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები

  • სტუდენტი უნდა ირიცხებოდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტექნოლოგიის სკოლის საბაკალავრო საფეხურზე და უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი;
  • სტუდენტს დაგროვებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 60 კრედიტისა;
  • სტუდენტის საშუალო ქულა უნდა იყოს არანაკლებ 81 ქულისა.

სტუდენტ-ამბასადორების შერჩევის პროცედურასა და პროგრამის უპირატესობაზე ტექნოლოგიის სკოლის ადმინისტრაცია და ამჟამინდელი სტუდენტ-ამბასადორები საინფორმაციო შეხვედრას ჩაატარებენ 12 ივნისს, 13:00 საათზე, T102 აუდიტორიაში.

2024

ბანერები