ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

თანამშრომლობის ხელშეკრულება ბოლონიის უნივერსიტეტთან

ახალი ამბები

28 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ბოლონიის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი მირკო დელი ესპოსტი. რექტორთან შეხვედრაზე ხელი მოეწერა ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო-ხელშეკრულებას და დამატებით შეთანხმებებს სტუდენტთა და პროფესორთა გაცვლის შესახებ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბოლონიის უნივერსიტეტთან 2012 წლიდან თანამშრომლობს ერაზმუს მუნდუსისა და ერაზმუს + გაცვლითი პროგრამების ფარგლებში. ამ პერიოდში ორ უნივერსიტეტს შორის განხორციელდა სტუდენტთა და პერსონალის მობილობა სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებით ნაყოფიერია თანამშრომლობა ციფრული ლინგვისტიკისა და იტალიაში დაცული ქართული და უცხოური წყაროების კვლევის კუთხით.

ბანერები