ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 2019 - საარჩევნო სუბიექტებისა და დამკვირვებლების რეგისტრაციის პროცესი

განცხადებები

2019 წლის 18 აპრილიდან (არჩევნების დღემდე 22 დღით ადრე) დაიწყო საარჩევნო სუბიექტებისა (სტუდენტური ორგანიზაციების, სტუდენტური ორგანიზაციების გაერთიანებებისა და დამოუკიდებელ კანდიდატთა) და დამკვირვებლების რეგისტრაციის პროცესი.

საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 25 აპრილი, 18:00 საათი.

დამკვირვებლების რეგისტრაციის ბოლო ვადა კი – 2019 წლის 01 მაისი, 18:00 საათი.

დაინტერესებულმა პირებმა/ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოსადგენად მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5, F კორპუსი, F 104 აუდიტორია.

სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მიღება წარმოებს ყოველდღე, 10:00-დან 18:00 საათამდე (მათ შორის 20 და 21 აპრილს).

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვმართეთ:

მისამართი: ქ. თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5, F კორპუსი, F 104 აუდიტორია.

ელფოსტა: iliauniarchevnebi2019@gmail.com

ტელ.: 598 556 731; 595 606 289; 577 241 887

 

ბანერები