ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სტარტაპი Noisure მონაწილეობს IEEE საერთაშორისო ჰაკათონში

ახალი ამბები

სტარტაპი Noisure მონაწილეობს IEEE საერთაშორისო ჰაკათონში, რომლის ერთ-ერთი საუკეთესო იდეა Facebook-სა და YouTube-ზე ხმის მიცემით გამოვლინდება. სოციალურ მედიაში ყველაზე მეტი მოწონების დაგროვების შემთხვევაში გუნდი საქართველოს სახელით წარდგება ტუნისში გამართულ IEEE-ის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ უდიდეს საინჟინრო სტუდენტურ კონფერენციაზე – SYP 2022.

Noisure ხმაურის დონის განმსაზღვრელი მოწყობილობაა.

იდეის თანაავტორი მარიამ გიგაური ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივ პროგრამაზე სწავლობს ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით. გუნდის მეორე წევრი, გიგა უჩანეიშვილი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით, ვებდეველოპმენტით არის დაკავებული.

გუნდს ხმაურის დონის პრობლემის აღმოფხვრა, მონაცემების რეალურ დროში გაზომვა და სტატისტიკის დადგენა სურდა. ასე დაიბადა Noisure-ის იდეა.

იმისათვის, რომ Noisure ხალხის რჩეული გახდეს და კონფერენციაზე წარდგეს, საჭიროა, მითითებულ ბმულებზე გადახვიდეთ და მოიწონოთ ფოტო და ვიდეო:

YOUTUBE - https://bit.ly/3M6FoBV

FACEBOOK - https://bit.ly/3M5YqIQ

ხმის მიცემა სრულდება 16 მაისს.

 2022 წელი

ბანერები