


სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
დაიწყო სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-16 ნაკადზე რეგისტრაცია.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთათვის ისეთი პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენას, რომელიც აუცილებელია საჯარო მოხელისათვის.
პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, სტაჟირება ატარებს ერთჯერად ხასიათს, რათა მეტმა სტუდენტმა/კურსდამთავრებულმა მიიღოს საკუთარი საგანმანათლებლო პროფილის შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება.
პროექტის ფარგლებში მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები და კურსდამთავრებულები შეძლებენ გაიარონ არაანაზღაურებადი სტაჟირება სხვადასხვა საჯარო სამსახურში.
სტაჟირების ვადა: 3 თვე
გრაფიკი: დამსაქმებელთან შეთანხმებით სრულ ან ნახევარგანაკვეთიანი
სტაჟირება არ ითვალისწინებს სამომავლოდ იმავე სამსახურში დასაქმებას.
იმისათვის, რომ გაიაროთ სტაჟირება, უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:
- უნდა იყოთ საქართველოს მოქალაქე;
- იყოთ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, მაგისტრანტის ან დოქტორანტის სტატუსის მქონე პირი და უნდა გამოირჩეოდეთ მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%);
- სტაჟირების გავლის შესაძლებლობა აქვთ იმ კურსდამთავრებულებსაც, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნული მაღალი აკადემიური მოსწრების მოთხოვნებს და მათი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელზე მეტი.
სტაჟირებაში მონაწილეობის მიღების მსურველმა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ სტაჟირების კრიტერიუმებს, 2022 წლის 1 აპრილის ჩათვლით უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია და განაცხადონ პროგრამაში მონაწილეობაზე თანხმობა ბმულის საშუალებით: https://forms.gle/J4iuYouik7hxGeNbA
ელექტრონული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საჯარო სამსახურის ბიუროს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ვებგვერდზე stajireba.gov.ge გამოქვეყნდება მიმღები სამსახურების არჩევის ვადები.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს (+995 32) 2197755 ან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტს: UNI-JOBS@ILIAUNI.EDU.GE
1.03.2022