


სტაჟირების პროგრამა ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბში
ახალი ამბები
ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი ტექნოლოგიური სფეროებით დაინტერესებული პირებისთვის აცხადებს სტაჟირების პროგრამას.
თუ გაინტერესებს გრაფიკული დიზაინი, ICT მენეჯმენტი, ნარატივდიზაინი, Python, Wordpress, Front-end ან ციფრული კომუნიკაცია, გარკვეული ცოდნა გაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ გაკლია პრაქტიკული გამოცდილება, მაშინ ახალ რეალობაში გადმონაცვლების დროა.
UniLab-ი გთავაზობს ჩაერთო ჩვენს სტაჟირების პროგრამაში და შეერკინო ახალ, თავბრუდამხვევ დავალებებს. ჩვენთან საშუალება გექნება, იმუშაო რეალურ პროექტებზე, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და შექმნა საკუთარი პორტფოლიო, რომელიც დასაქმებაში დაგეხმარება.
როგორ მივიღო მონაწილეობა სტაჟირების პროგრამაში?
პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა შეავსო ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა.
სააპლიკაციო ფორმები მიმართულებების მიხედვით
აირჩიე შენთვის საინტერესო მიმართულება და შეავსე ფორმა:
ციფრული კომუნიკაციები, Wordpress, Frond-end, ICT მენეჯმენტი რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2021 წლის 8 ნოემბერი, 23:59 საათი
გრაფიკული დიზაინი, ნარატივდიზაინი, Python რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2021 წლის 16 ნოემბერი, 23:59 საათი
შერჩევის ეტაპები
- პირველი ეტაპი: სააპლიკაცო ფორმით გათვალისწინებული სატესტო დავალებების განხილვა;
- მეორე ეტაპი: გასაუბრება.
სტაჟირების ხანგრძლივობა და ფორმატი
სტაჟირება წარიმართება დისტანციურ ფორმატში. 4 თვის განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ, მენტორებთან ერთად იმუშაოთ რეალურ პროექტებზე.
ვისთვის არის განკუთვნილი სტაჟირების პროგრამა?
- მათთვის, ვისაც უკვე აქვს საბაზისო ცოდნა სასურველი მიმართულებით, მაგრამ აკლია პრაქტიკული გამოცდილება. მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანმა თავად მიიღო ეს ცოდნა ინტერნეტის საშუალებით, თუ რომელიმე კურსი გაიარა, მთავარია, მას ჰქონდეს საბაზისო ცოდნა და განვითარების სურვილი.
- დღეს დამსაქმებელი ნებისმიერ პოზიციაზე ითხოვს სამუშაო გამოცდილებას. ბევრი ადამიანი კი იმის გამო, რომ აქვს გარკვეული ცოდნა, მაგრამ არ აქვს შესაბამისი გამოცდილება, ანუ არ უმუშავია რეალურ პროექტებზე, სამსახურს ვერ პოულობს. UniLab-ის პროგრამა სწორედ ასეთებისთვისაა. 4 თვის განმავლობაში თქვენ შექმნით საკუთარ პორტფოლიოს იმ პროექტებით, რომლებზეც პრაქტიკულად მოგიწევთ მუშაობა.
შესაბამისად:
- თუ ადამიანს არ აქვს ცოდნა, მან უნდა გაიაროს შესაბამისი სასწავლო კურსი ან თვითგანათლებით მიიღოს შესაბამისი ცოდნა;
- თუ ადამიანს აქვს საბაზისო ცოდნა, მაგრამ არ აქვს გამოცდილება, ეს სტაჟირების პროგრამა მისთვის არის განკუთვნილი;
- ხოლო თუ ადამიანს აქვს ცოდნა და გამოცდილება, მაშინ მას უკვე შეუძლია სამსახური იშოვოს და სტაჟირება აღარ სჭირდება.
როგორ მუშაობს სტაჟირების პროგრამა?
- სტაჟირების პროგრამა უფასოა. დიდი კონკურენციის გამო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს მოუწევთ საკონკურსო დავალების შესრულება, რომლის საფუძველზეც შეირჩევიან კანდიდატები;
- სტანდარტული სამსახურისგან განსხვავებით, სტაჟიორებს 4 თვის განმავლობაში ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებაში დაეხმარებიან მიმართულების მენტორები. პროგრამის ფარგლებში ისინი სტაჟიორებს ნებისმიერ შეკითხვაზე უპასუხებენ.
2021 წელი