ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სოციალური პროგრამის ფარგლებში მაგისტრანტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების განაცხადების მიღება დაიწყო

ახალი ამბები

2021-2022 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ 2021 წლის 11 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის 18:00 საათამდე http://socreg.mes.gov.ge პორტალზე რეგისტრაციით.

სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს მაგისტრანტმა, რომელიც მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხა საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებით. ელექტრონული რეგისტრაციის პორტალზე გადასვლა შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდიდან.

2021 წლის 27 აგვისტოს No433 დადგენილებით განისაზღვრა „2021-2022 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“.

იხილეთ დადგენილება თანდართულ ფაილად.

2021 წელი

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები