ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სმიტონის სახელობის საგანმანათლებლო ფონდი – სწავლის სრული დაფინანსება ახალი თაობის სამოქალაქო ინჟინრებისთვის (მესამე ნაკადი)

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ინიციატივით მდგრადი აღმშენებლობისა და ცხოვრების ხარისხის გლობალურად გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტში შეიქმნა სმიტონის სახელობის საგანმანათლებლო ფონდი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის კვალიფიციური სამოქალაქო ინჟინრების ახალი თაობის აღზრდას.

ფონდი სრული, ოთხწლიანი, დაფინანსების მიღებისა და სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობას სთავაზობს აბიტურიენტებს, რომლებიც მომავალ პროფესიად სამოქალაქო ინჟინერიას აირჩევენ და 2022 წლის ერთიანი გამოცდების შედეგად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სწავლას განაგრძობენ საერთაშორისო ABET აკრედიტაციის სტანდარტებით შემუშავებულ სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე.

იმისათვის, რომ მეტ აბიტურიენტს მიეცეს სმიტონის სახელობის ფონდიდან დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შიდასაკვალიფიკაციო გამოცდების მესამე ნაკადზე.

სმიტონის სახელობის საგანმანათლებლო ფონდიდან დაფინანსების / სტიპენდიის მოსაპოვებლად

დარეგისტრირდით სმიტონის სახელობის ფონდიდან დაფინანსების მოპოვების შიდასაკვალიფიკაციო საუნივერსიტეტო გამოცდებზე მათემატიკასა და ინგლისურში, რომელთაც უნივერსიტეტი ივლისში ჩაატარებს;

წარმატებით ჩააბარეთ სმიტონის სახელობის ფონდიდან დაფინანსების მოპოვების შიდასაკვალიფიკაციო საუნივერსიტეტო გამოცდები და მიიღეთ უნივერსიტეტიდან ამ ფაქტის დამადასტურებელი ცნობა;

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით პირველი არჩევანით (პრიორიტეტით) ჩააბარეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე და წარმოადგინეთ შიდასაკვალიფიკაციო საუნივერსიტეტო გამოცდების წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა.

პირობები და დაფინანსების მოცულობა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით პირველი არჩევანით ჩარიცხვისა და პროგრამაზე ჩარიცხვის შიდასაუნივერსიტეტო საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების ცნობის წარმოდგენის საფუძველზე სმიტონის სახელობის საგანმანათლებლო ფონდიდან:

100%-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტები მოიპოვებენ ყოველთვიურ სტიპენდიას თვეში 150 ლარის ოდენობით;

70%-იანი და 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტები 100%-მდე შეივსებენ დაფინანსებას იმ თანხით, რომელიც მათ მიერ მოპოვებული სახელმწიფო გრანტისა და სწავლის დაფინანსების სხვა წყაროს მიღმა (მაგ.: მერიის დაფინანსება) დარჩება.

ფონდიდან მოპოვებული სტიპენდიისა და გრანტის 4 წლის განმავლობაში შენარჩუნების წინაპირობა: უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სტუდენტის აკადემიური მოსწრება სემესტრულად არ უნდა იყოს B (81-90) შეფასებაზე ნაკლები.

როგორ დავრეგისტრირდე სმიტონის სახელობის საგანმანათლებლო ფონდიდან დაფინანსების მოპოვების შიდასაკვალიფიკაციო გამოცდებზე?

დასარეგისტრირებლად საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა და ფორმაში მონიშნოთ გამოცდების ჩაბარების თქვენთვის სასურველი თარიღი.

  • შიდასაკვალიფიკაციო გამოცდებზე რეგისტრაციის ელექტრონული ფორმა: https://bit.ly/3NoGgSC  

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 21 ივლისი, 00:00 საათი

რა ფორმატით ჩატარდება გამოცდები?

  • გამოცდები ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკურ სივრცეში.

დამატებითი კითხვებისთვის
pr@iliauni.edu.ge
577530220


სწრაფი ბმულები:

2022 წელი
ბანერები