ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

შიდა მობილობა ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის შიდა მობილობის შესახებ სტუდენტთა მიერ განცხადებების დაწერის ბოლო ვადაა  2024 წლის 14 თებერვალი 18:00 საათის ჩათვლით;

დასკვნებზე ხელმოწერის ბოლო ვადად განისაზღვრა  2024 წლის 25 თებერვალი;

შიდა მობილობის მსურველმა სტუდენტმა განცხადება უნდა გადმოგზავნოს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა ,,არგუსი“-ს საშუალებით;

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი შიდა მობილობას აცხადებს შემდეგ პროგრამებზე:


ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი

საბაკალავრო პროგრამა:

სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი)

შიდა მობილობით ჩასარიცხად, უნდა აკმაყოფილებდნენ ამ პროგრამით განსაზღვრულ წინაპირობებს, გადალახული ჰქონდეთ შემდეგი მინიმალური კომპეტენციის ზღვრები:ინგლისური ენა - 70%+1 ქულა, მათემატიკა ან ფიზიკა - 40%+1 ქულა და უნდაწარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;

გარდა პროგრამაზე მიღების წინაპირობების დაკმაყოფილებისა, წარმატებით უნდა გაიარონ გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან.


ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი

საბაკალავრო პროგრამა:

სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა)

შიდა მობილობით ჩასარიცხად, უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამით განსაზღვრულ წინაპირობებს, გადალახული ჰქონდეთ შემდეგი მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: ინგლისური ენა - 40%+1 ქულა, მათემატიკა ან ფიზიკა - 40%+1 ქულა და წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;

გარდა პროგრამაზე მიღების წინაპირობების დაკმაყოფილებისა, წარმატებით უნდა გაიარონ გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან.


ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი

საბაკალავრო პროგრამა:

ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა)

შიდა მობილობით ჩასარიცხად სტუდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამით განსაზღვრულ წინაპირობებს, გადალახული ჰქონდეთ შემდეგი მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: ინგლისური ენა - 70%+1 ქულა, მათემატიკა ან ფიზიკა - 40%+1 ქულა და წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;


ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი

საბაკალავრო პროგრამა:

მათემატიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

2020 წელს და მის შემდეგ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მიღებულ სტუდენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მეოთხე გამოცდად ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ ერთ-ერთი საგანი - მათემატიკა ან ფიზიკა, რის შესახებაც უნდა წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან.

რეიტინგი დგება ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულების საფუძველზე.

გამოცხადებული ადგილების რაოდენობაა 5.


ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი

სამაგისტრო პროგრამა:

თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები

მობილობით ჩარიცხვა, ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე. სტუდენტთა რეიტინგი დგება სამაგისტრო პროგრამის წინაპირობების დაკმაყოფილების მიზნით ჩატარებულ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაში დარგობრივი ცოდნის კომპონენტში მიღებული ქულის საფუძველზე.

გამოცხადებული ადგილების რაოდენობაა 5.


ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი

სამაგისტრო პროგრამა:

პროგრამული ინჟინერია

შიდა მობილობით ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე. აპლიკანტი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას B2 დონეზე.

სტუდენტთა რეიტინგი დგება სამაგისტრო პროგრამის წინაპირობების დაკმაყოფილების მიზნით ჩატარებულ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაში დარგობრივი ცოდნის კომპონენტში მიღებული ქულის საფუძველზე.

გამოცხადებული ადგილების რაოდენობაა 5.


ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი

საბაკალავრო პროგრამა:

ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმი) (ძირითადი სპეციალობები)

2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობის პირობები

1. 2020-2021 და 2021-2022 სასწავლო წლის შემდგომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მესამე, არჩევით საგნად ჩაბარებული აქვთ მათემატიკა და გადალახული აქვთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მიეცეთ უფლება განახორციელონ შიდა მობილობა პროგრამაზე: ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმი);

2. 2020-2021 და 2021-2022 სასწავლო წელს სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მესამე, არჩევით საგნად ჩაბარებული აქვთ ისტორია და გადალახული აქვთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მიეცეთ უფლება განახორციელონ შიდა მობილობა ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ერთიანი მიღების საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამაზე: „ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, ტურიზმი) (ძირითადი სპეციალობები)“;

3. ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის შემდეგი პროგრამებისათვის: საბაკალავრო - ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმი) (ძირითადი სპეციალობები); შიდა მობილობის ადგილები განისაზღვროს კვოტის გარეშე.


ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი

სამაგისტრო პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)

2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობის პირობები

1. სამაგისტრო საფეხურზე შიდა მობილობისას დაცული უნდა იქნას ისწინაპირობები, რაც დადგენილია სამაგისტრო პროგრამებზე მიღებისთვის;

2. ზემოაღნიშნულ სამაგისტრო პროგრამაზე გადასვლის მსურველი პირების რეიტინგი დგება სამაგისტრო პროგრამის წინაპირობების დაკმაყოფილების მიზნით ჩატარებულ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაში დარგობრივი ცოდნის კომპონენტში მიღებული ჯამური ქულის საფუძველზე.

3. მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა მსურველებმა უნდა წარმოადგინონ

რეზიუმე (CV) და წარმატებით უნდა გაიარონ ინგლისური ენის ტესტის ოთხივე კომპონენტი (მინიმუმ B2 დონე) და შინადასაუნივერსიტეტო წერილობითი გამოცდა;

4. შიდა მობილობისათვის განისაზღვროს 5 ვაკანტური ადგილი.


ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი

სამაგისტრო პროგრამა:

ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმის  მენეჯმენტი)

2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობის პირობები

1. სამაგისტრო საფეხურზე შიდა მობილობისას დაცული უნდა იქნას ის წინაპირობები, რაც დადგენილია სამაგისტრო პროგრამებზე მიღებისთვის;

2. ზემოაღნიშნულ სამაგისტრო პროგრამაზე გადასვლის მსურველი პირების რეიტინგი დგება სამაგისტრო პროგრამის წინაპირობების დაკმაყოფილების მიზნით ჩატარებულ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაში დარგობრივი ცოდნის კომპონენტში მიღებული ჯამური ქულის საფუძველზე;

3. ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე: ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმის მენეჯმენტი) არ ცხადდება მობილობა ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებაზე;

4. ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე: ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმის მენეჯმენტი) ადგილები განისაზღვროს კვოტის გარეშე;

5. ზემოაღნიშნულ პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე (CV) და წარმატებით უნდა გაიარონ ინგლისური ენის ტესტი (მინიმუმ B2 დონე) და შინადასაუნივერსიტეტო წერილობითი გამოცდა.


ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი

სამაგისტრო პროგრამა:

ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი

2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობის პირობები

1. სამაგისტრო საფეხურზე შიდა მობილობისას დაცული უნდა იქნას ის წინაპირობები, რაც დადგენილია სამაგისტრო პროგრამებზე მიღებისთვის;

2. ზემოაღნიშნულ სამაგისტრო პროგრამაზე გადასვლის მსურველი პირების რეიტინგი დგება სამაგისტრო პროგრამის წინაპირობების დაკმაყოფილების მიზნით ჩატარებულ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაში დარგობრივი ცოდნის კომპონენტში მიღებული ჯამური ქულის საფუძველზე;

3. შიდა მობილობისათვის განისაზღვროს 5 ვაკანტური ადგილი;.

4. მობილობის მსურველებმა უნდა გაიარონ ინგლისური ენის ტესტი (მინიმუმ B2 დონე) და ზეპირი გამოცდა.


ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი

სამაგისტრო პროგრამა:

საზოგადოებრივი ურთიერთობები

2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობის პირობები

1. სამაგისტრო საფეხურზე შიდა მობილობისას დაცული უნდა იქნას ის წინაპირობები, რაც დადგენილია სამაგისტრო პროგრამებზე მიღებისთვის;

2. ზემოაღნიშნულ სამაგისტრო პროგრამაზე გადასვლის მსურველი პირების რეიტინგი დგება სამაგისტრო პროგრამის წინაპირობების დაკმაყოფილების მიზნით ჩატარებულ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაში დარგობრივი ცოდნის კომპონენტში მიღებული ჯამური ქულის საფუძველზე;

3. შიდა მობილობის ადგილები განისაზღვროს კვოტის გარეშე;

4. მობილობის მსურველებმა წარმატებით უნდა გაიარონ ზეპირი გამოცდა.

2024

ბანერები