ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

შემოდგომის სკოლაში: „რუსეთის ომი უკრაინაში და შავი ზღვის რეგიონული დინამიკა: აქტორები, პროცესები და პერსპექტივები“ განაცხადების მიღება დაიწყო

ახალი ამბები

მიმდინარე წლის 17-21 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, თბილისში (საქართველო) გაიმართება შემოდგომის სკოლა.

სკოლა თავს მოუყრის სხვადასხვა დარგის ქართველ და უკრაინელ სტუდენტებს და შესაძლებლობას მისცემს, თანატოლებსა და სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებთან ერთად მულტიდისციპლინური პერსპექტივებიდან (პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია და ა.შ) განიხილონ მიმდინარე ომი უკრაინაში. 5 დღის განმავლობაში სკოლის მონაწილეები დაესწრებიან ლექციებსა და სემინარებს, რომლებიც მიეძღვნება ომის ისტორიულ საფუძვლებს, მიზეზებს, მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო პერსპექტივებს შავი ზღვის რეგიონულ ჭრილში. გარდა ამისა, მონაწილეები იმუშავებენ მოკლე დოკუმენტებზე, რომლებიც მოგვიანებით საჯაროდ გამოქვეყნდება სკოლის ბლოგზე; შეიტყობენ მეტს თბილისის და ზოგადად, საქართველოს, მისი ისტორიისა და კულტურის შესახებ.

მონაწილეთა შერჩევა:

სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უკრაინული სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ საბაკალავრო საფეხურის მე-2, მე-3 ან მე-4 კურსზე, ან სამაგისტრო საფეხურზე სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით,  ფლობენ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე და დაინტერესებულები არიან მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებით.

ყველა სტუდენტს, ვინც წარმატებით დაასრულებს შემოდგომის სკოლას, გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სკოლის ჩატარების ადგილი: თბილისი

სკოლის სამუშაო ენა: ინგლისური

სკოლის ჩატარების თარიღები: 17-21 ოქტომბერი

განაცხადის შემოტანა:

შემოდგომის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და არგუმენტირებული ესსე (ინგლისურ ენაზე)  შემდეგი ელფოსტის მისამართზე: autumn.school_2022@iliauni.edu.ge

ესსეს მოცულობა უნდა იყოს მიახლოებით 500-800 სიტყვა და იგი უნდა ეხებოდეს ჩამოთვლითაგან რომელიმე თემას:

  1. საერთაშორისო საზოგადოება და უკრაინის ომი: რამდენად დროული და ადეკვატური იყო მათი პასუხი? (The international community and the Ukraine war: how timely and adequate was the response?) ან
  2.  როგორ ცვლის უკრაინის ომი მსოფლიოს: პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა შედეგები (How is the Ukraine war changing the world: political, economic and other implications)

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ: Autumn School 2022

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 8 სექტემბერი, 18:00 საათი (თბილისის დროით)

პროექტი დაფარავს მგზავრობისა და განთავსების ხარჯებს უკრაინელი მონაწილეებისათვის.

განაცხადების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება სკოლის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებთან (9-10 სექტემბერი);

გასაუბრების შედეგების შესახებ კანდიდატები ინფორმაციას მიიღებენ 20 სექტემბრამდე ელფოსტის საშუალებით.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვმართეთ ელფოსტაზე: autumn.school_2022@iliauni.edu.ge

2022 წელი

 

 

ბანერები