ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

შეფასებისა და თერაპიის 15 უფასო სესია ენობრივი განვითარების შეფერხების ან დარღვევის მქონე 3-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის კლინიკური პრაქტიკის ფარგლებში 3-დან 14 წლამდე ენობრივი განვითარების ან დარღვევის მქონე ბავშვებს სთავაზობს რამდენიმე სახის კონსულტაცია-თერაპიას.

ენობრივ შეფერხებასა და/ან დარღვევაში იგულისხმება:

  • ენის გაგებასთან დაკავშირებული სირთულეები;
  • კითხვასთან ან წაკითხულის გაგებასთან დაკავშირებული სირთულეები;
  • დაგვიანებული მეტყველება, სიტყვების გახსენების, წინადადების აგებისა და ჩამოყალიბების სირთულე, მწირი ლექსიკა.

ენისა და მეტყველების თერაპევტები და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სუპერვიზიით შეაფასებენ ენობრივი უნარების განვითარებას, დაგეგმავენ და განახორციელებენ ინტერვენციას, გასცემენ წერილობით რეკომენდაციებს.

ბავშვები კლინიკური პრაქტიკის ფარგლებში უფასოდ მიიღებენ მაღალი ხარისხის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მომსახურებას (სულ 15 სესია).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/DrH8bw8LffdDTwng8

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 27 სექტემბერი.

ადგილები შეზღუდულია – შესაძლებელია მხოლოდ 10 ბავშვის მიღება. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 595 69 99 91

2024

ბანერები