ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სემინარი უნივერსიტეტების რანჟირების სისტემებთან დაკავშირებით

ახალი ამბები

7-8 ნოემბერს, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ეროვნული ოფისის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა სემინარს უნივერსიტეტების რანჟირების სისტემებთან დაკავშირებით. სემინარს უძღვებოდა მოწვეული ექსპერტი, ტვენტეს უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) პროფესორი და უმაღლესი განათლების პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CHEPS) მკვლევარი, დონალდ ვესტერჰაიდენი.

სემინარის ძირითად სადისკუსიო საკითხს წარმოადგენდა შეკითხვა: როგორ ეხმარება რანჟირება უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებას? 

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნენ უნივერსიტეტების რანჟირების არსებულ სისტემებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა U-Multirank რანჟირების სისტემაზე

ბანერები