ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ÖSD საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდები გერმანულ ენაში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრი გთავაზობთ ÖSD-ს საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებს გერმანულ ენაში A1, A2, B1, B2, C1, C2 ენობრივ დონეებზე.

წერითი გამოცდა, ცალკეული ჯგუფების მიხედვით, ჩატარდება 2017 წლის 29-30 აპრილს, ხოლო ზეპირი გამოცდა -1-5 მაისს.

გამოცდები ჩატარდება ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრში (მის.: გ. წერეთლის ქ. №3, ოთახი S507).
საგამოცდო გადასახადი განსხვავებულია დონეების მიხედვით, ასევე, გათვალისწინებულია შეღავათები ინტერნი (ილიაუნის სტუდენტები/თანამშრომლები) კანდიდატებისთვის.

ექსტერნი კანდიდატებისათვის
A1: 50 ევრო
A2: 55 ევრო
B1: 70 ევრო
B2: 80 ევრო
C1: 90 ევრო
C2 (ეკონომიკური გერმანული): 100 ევრო

ინტერნი კანდიდატებისათვის
A1: 40 ევრო
A2: 45 ევრო
B1: 50 ევრო
B2: 60 ევრო
C1: 70 ევრო
C2 (ეკონომიკური გერმანული): 80 ევრო
რეგისტრაცია:
რეგისტრაციის მსურველებმა უნდა მიმართონ ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრს:

  • ფეისბუქზე - https://www.facebook.com/oesterreich.bibliothek.tbilisi)
  • ელფოსტით - osd.tbilisi@iliauni.edu.ge )
  • მისამართზე - გიორგი წერეთლის ქ.№ 3, S505 ოთახი (ორშ-პარ.11:00- 18:00 საათი).

რეგისტრაციის ვადა: 2017 წლის 27 თებერვალი-20 მარტი

რეგისტრაციისათვის აუცილებელია შესაბამისი სარეგისტრაციო ანკეტის შევსება, ასევე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა ან სკანირებული სახით ელფოსტის/facebook-ის საშუალებით გადმოგზავნა. თანხა უნდა ჩაირიცხოს ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს არსებული სავალუტო კურსის შესაბამისად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანგარიშზე:
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 302007700
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22

Au- Pair პროგრამით ან ოჯახის შეერთების მიზნით წამსვლელთა საყურადღებოდ!
ÖSD A1 სერტიფიკატი შეტანილია გერმანიის საელჩოს სავიზო მოთხოვნებით გათვალისწინებულ ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატთა ნუსხაში. 

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ.: 577553343; 551500756
ელფოსტა: osd.tbilisi@iliauni.edu.ge
facebook-გვერდი: https://www.facebook.com/oesterreich.bibliothek.tbilisi

ბანერები