ახალი ამბები
8 ივნისი, 2026
ახალი ამბები
5 ივნისი, 2026
ღონისძიებები
15 ივნისი, 2026
საზაფხულო სკოლა „უსაფრთხოების პერსპექტივები ევრაზიის რეგიონულ კონტექსტში “
ახალი ამბები
1-6 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოსტალ კაროლინის უნივერსიტეტის (აშშ) ორგანიზებით ილიაუნის სტეფანწმინდის კვლევით ბაზაზე გაიმართა საზაფხულო სკოლა „უსაფრთხოების პერსპექტივები ევრაზიის რეგიონულ კონტექსტში“.
სკოლა მიზნად ისახავდა ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტთა დაკავშირებას, უსაფრთხოების გამოწვევების გააზრებას, ანალიტიკური უნარების განვითარებასა და აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობას.
ქართველმა და უცხოელმა პროფესორებმა სტუდენტებს გააცნეს უსაფრთხოების კვლევების თეორიული და მეთოდოლოგიური პერსპექტივები, გლობალური გამოწვევები და ევრაზიის რეგიონის დინამიკა.
აკადემიური სესიების პარალელურად მონაწილეები ჩაერთნენ არაფორმალურ სოციალურ შეხვედრებსა და გუნდურ ღონისძიებებში.
2026
გალერეა