ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სასერტიფიკატო კურსი SPSS-სა და სტატისტიკაში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სასერთიფიკატო კურსზე SPSS-სა და სტატისტიკაში - რაოდენობრივ მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი (PPRTC) გთავაზობთ მონაცემთა სტატისტიკური დამუშავების და ანალიზის მეთოდების შემსწავლელ კურსს, რომელიც განკუთვნილია საჯარო ან სხვა სფეროში დასაქმებულ პირისთვის (სტატისტიკოსი, სოციოლოგი, ჟურნალისტი, სტუდენტი, მკვლევარი), ვისაც საკუთარი საქმიანობის დროს შეხება აქვს ემპირიული მონაცემების დამუშავებასთან.

კურსის მიზანია, მსმენელებს შეასწავლოს კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მონაცემთა დამუშავების სტატისტიკური ხერხების გამოყენება SPSS-ში. კურსი ითვალისწინებს სტატისტიკისა და SPSS-ის, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის შერწყმულ შესწავლას.

სწავლება მიმდინარეობს პროფესიულ დონეზე, მცირერიცხოვან ჯგუფებში (10-15 მონაწილე). კურსს უძღვება კვალიფიციური პედაგოგი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით. ტრენინგის განმავლობაში თეორიულ კომპონენტთან ერთად განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება შესწავლილი მასალის პრაქტიკულ გამოყენებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე.

შეისწავლება შემდეგი მოდულები:

I მოდული
SPSS-ის და სტატისტიკის საბაზისო კურსი

II მოდული
ძირითადი სტატისტიკური ანალიზები და სტატისტიკური ხერხების გამოყენება SPSS-ში

კურსის ხანგრძლივობა: კურსი მოიცავს 24 საკონტაქტო საათს. რომლებიც გადანაწილდება 4 კვირის განმავლობაში (15.10.16-11.11.16). . მეცადინეობები გაიმართება შაბათს და კვირას.

ღირებულება: 350 ლარი

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერთიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: pprtc@iliauni.edu.ge


განაცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 5 ოქტომბერი 18:00 საათი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი
ელ-ფოსტა: pprtc@iliauni.edu.ge
www.pprtc.iliauni.edu.ge
ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ოთახი E 105
თბილისი 0162, საქართველო
ტელ: (+995) 555 71 38 77

ბანერები