ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საქართველოში იაპონიის ელჩის, იმამურა აკირას ვიზიტი ილიაუნიში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გაცნობითი ვიზიტით ეწვია მისი აღმატებულება იმამურა აკირა, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს იაპონიასა და საქართველოს შორის აკადემიური თანამშრომლობის პერსპექტივები. დაიგეგმა თანამშრომლობის გაღრმავება ტოკიოს მეტროპოლიტენ უნივერსიტეტთან სხვადასხვა სფეროში, ასევე იაპონიის კვლევების მიმართულებით ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადების საკითხი.

შეხვედრის ბოლოს ელჩმა მოინახულა იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით დამონტაჟებული მზის ენერგიის პანელები.

ბანერები