ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საქართველოს ბანკის სტიპენდიატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ახალი ამბები

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების  ფაკულტეტზე გამოცხადდა.  საკონკურსო ეტაპები, რომლებიც საუკეთესო პროექტის, იდეის ან ესეის პრეზენტაციას ითვალისწინებდა,  5-მა სტუდენტმა გაიარა.

საქართველოს ბანკის სტიპენდიატები გახდნენ თამთა თოდრაძე, თორნიკე კირკიტაძე, საბინა ფარაჯევა, თორნიკე სურგულაძე და ზაურ (ზუკა) ლაბარტყავა.

სტუდენტების სწავლის ერთი წლის საფასურს (სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება) საქართველოს ბანკი ფარავს.  

სტიპენდიატები სერტიფიკატებითა და საქართველოს ბანკისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სიმბოლიკიანი  სასაჩუქრე პაკეტებით დააჯილდოვეს.

საქართველოს ბანკი სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში კონკურსს მოტივირებული და მიზანდასახული სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო წლიდან კვლავ გამოაცხადებს. 

 

2024

ბანერები