ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საორიენტაციო შეხვედრა საერთაშორისო სტუდენტებისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურისა და სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 30 სექტემბერს სრული, გაცვლითი, ორმაგი და ერთობლივი პროგრამის სტუდენტებისთვის გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა.

2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შემოუერთდა 60-ზე მეტი სტუდენტი შემდეგი ქვეყნებიდან: ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელიზი, ჩინეთი, ეგვიპტე, ინდოეთი, ირანი, იორდანია, ლიბანი, ნიგერია, პაკისტანი, სუდანი, ვანუატუ, იემენი, შვედეთი, გერმანია, დანია და აშშ. 

შეხვედრაზე დამსწრეთ შესაძლებლობა ქონდათ ინფორმაცია მიეღოთ უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის არსებული რესურსებისა და სერვისების შესახებ და გასაუბრებოდნენ ფაკულტეტის წარმომადგენლებს. 

ბანერები