ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსის განათლების სკოლის წარმომადგენლების ვიზიტი

ახალი ამბები

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსის წარმომადგენლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, განათლების სკოლის პროფესორებსა და ბავშვის განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდის, განათლების დაწესებულებების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის ამაღლების საკითხები და ამ მიმართულებით სან დიეგოს უნივერსიტეტის განათლების სკოლასთან თანამშრომლობის შესაძლებლობები.

განათლების სკოლის პროფესორებთან სტუმრებმა განიხილეს სკოლის მიმდინარე პროგრამები და პროექტები ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორობით, განვითარების გეგმა მასწავლებლის მომზადებისა და განათლების ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და მომავალი თანამშრომლობა ამ მიმართულებით.

 2022 წელი

ბანერები