ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სამეწარმეო ბუთქემფი „იდეიდან პროდუქტამდე“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი Zoomout-ისა და ფაბლაბის ორგანიზებით იწყებს განაცხადების მიღებას სამეწარმეო ბუთქემფზე „იდეიდან პროდუქტამდე“, რომელიც 26-28 ივნისს გაიმართება. ღონისძიება მიზნად ისახავს უნივერსიტეტში შემუშავებული სამეწარმეო განათლების ახალი მიდგომების პრაქტიკაში დანერგვას ინტენსიური და გამოცდილებაზე დაფუძნებული ფორმატით. აღნიშნული სასწავლო მეთოდოლოგიები და კურიკულუმების გარკვეული ნაწილი შემუშავდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში.

მონაწილეები გუნდურად იმუშავებენ რეალურ სოციალურ და ტექნოლოგიურ გამოწვევებზე და შეიმუშავებენ ინოვაციურ გადაწყვეტებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) გათვალისწინებით.

აღნიშნული ბუთქემფის სპეციალურად მოწვეული სპიკერი იქნება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის  მენეჯმენტისა და მეწარმეობის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის Lavin Entrepreneurship Center-ის აღმასრულებელი დირექტორი. პროფესორ დენობლი აშშ-ის მცირე ბიზნესისა და მეწარმეობის ასოციაციის (USASBE) ყოფილი პრეზიდენტი და საერთაშორისო საბჭოს (ICSB) მოქმედი მმართველი წევრია. მისი საქმიანობა და აკადემიური ფოკუსი მოიცავს მეწარმეობას, კორპორაციულ ინოვაციასა და ტექნოლოგიების კომერციალიზაციას. მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც სტარტაპებთან, ისე მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებთან.

მისი ჩართულობა ბუთქემფის მონაწილეებისთვის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის, პირდაპირ ისწავლონ ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ექსპერტისგან და მიიღონ ინსპირაცია რეალური გამოცდილებიდან.

ბუთქემფის ძირითადი საფეხურებია:

  • მომხმარებლის კვლევა და ემპათია
  • იდეის გენერირება და დახვეწა
  • პროტოტიპის შექმნა 
  • მენტორებთან სესიები
  • პრეზენტაციის მომზადება და დემო დღეზე წარდგენა

შეხვედრებზე სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, ერთმანეთს გაუზიარონ  იდეები, საერთო ინტერესების მიხედვით შექმნან გუნდები და გაეცნონ სტარტაპის შექმნის ყველა ძირითად თემას. ბუთქემფი, რომელიც მოიცავს ტრენინგებს, ინდივიდუალური მენტორინგის სესიებსა და ვორკშოპებს,  დასრულდება დემო დღით, გუნდებს შეუძლიათ გამართონ თავიანთი იდეების პრეზენტაციები.


ვის შეუძლია მონაწილეობა?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტს, ასევე ილიაუნის კურსდამთავრებულებს.

მონაწილეებს შეარჩევენ ორგანიზატორები წარდგენილი სააპლიკაციო ფორმის საფუძველზე.

ბუთქემფი ტარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროგრამით „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)“ შექმნილი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის „უნივერსიტეტის სამეწარმეო განათლების (EE) სასწავლო (კურიკულარული) და კოკურიკულარული რეფორმა“ ფარგლებში.

სამუშაო ენა: ქართული/ინგლისური

დრო: 26-28 ივნისი    

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი    

ფორმატი: ფიზიკური

რეგისტრაციის ვადა: 24 ივნისი, 23:00 საათი

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/4xDtAwwfYXhAJ8nGA

შერჩეულ მონაწილეებს ორგანიზატორები დაუკავშირდებიან არაუგვიანეს 25 ივნისისა    

დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით: fablab@iliauni.edu.ge

2025

ბანერები