ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სამეცნიერო ნაშრომი პროფესორ ეკატერინე ბერიშვილი-ბერნის თანაავტორობით გავლენიან გამოცემაში Nature Communication გამოქვეყნდა

ახალი ამბები

გავლენიან გამოცემაში Nature Communication გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომი „Insulin-producing organoids engineered from islet and amniotic epithelial cells to treat diabetes“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორის, ეკატერინე ბერიშვილი-ბერნის თანაავტორობით.

კვლევის აღწერა:

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმის მქონე პაციენტების მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდს პანკრეასის (ლანგერჰანსის) კუნძულების გადანერგვა წარმოადგენს. ხშირ შემთხვევაში ეს პროცედურა პაციენტის გადარჩენის უკანასკნელი საშუალებაა. მიუხედავად მიღწეული დამაკმაყოფილებელი შედეგებისა, ლანგერჰანსის კუნძულების კლინიკური გადანერგვის შედეგები გაუმჯობესებას მოითხოვს. უჯრედული თერეპიის ძირითადი პრობლემებია: ანთებითი რეაქცია, დაგვიანებული ვასკულარიზაცია და, რაც მთავარია, სიცოცხლისმიერი იმუნოსუპრესიის აუცილებლობა. აღნიშნულის გამო მეთოდის გამოყენება შეზღუდულია და მას მხოლოდ შორს წასული დიაბეტის პირობებში მიმართავენ. ზემოჩამოთვლილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად ილიაუნის მკვლევრებმა ჟენევის უნივერსიტეტის მკვლევრებთან ერთად ორიგინალური მეთოდი შეიმუშავეს. ამნიონის უჯრედებისა და ლანგერჰანსის კუნძულების უჯრედების გამოყენებით მათ მოახერხეს ინსულინმაპროდუცირებელი ორგანოიდების გენერირება, რომლებიც ლანგერჰანის კუნძულებზე ბევრად უფრო მდგრადია. ექსპერიმენტული კვლევებით დადასტურდა, რომ ე.წ.„სუპერ-კუნძულები“ უკეთ ინტეგრირდება ახალ მიკროგარემოში და, შესაბამისად, უკეთ ფუნქციონირებს, რაც სისხლში გლუკოზის დონის სწრაფ რეგულაციაში გამოიხატება.

ლინკი: https://www.nature.com/articles/s41467-019-12472-3

სამეცნიერო სტატია

Lebreton, F., Lavallard, V., Bellofatto, K. Bonnet R, Wassmer C.H, Perez L, Kalandadze V, Follenzi A, Boulvain M, Kerr-Conte J, David J. Goodman D.J, Domenico Bosco D, Berney T & Brishvili E,Insulin-producing organoids engineered from islet and amniotic epithelial cells to treat diabetes. Nat Commun 10, 4491 (2019). https://doi.org/10.1038/s41467-019-12472-3

კონტაქტი

https://faculty.iliauni.edu.ge/engi/ekaterine-berishvili-berni/

ბანერები