ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სამეცნიერო კონფერენცია: „ინტერკულტურული განათლების პრაქტიკა საქართველოს სკოლებში“

ახალი ამბები

2017 წლის 31 მარტს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია: „ინტერკულტურული განათლების პრაქტიკა საქართველოს სკოლებში“. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის - „ინტერკულტურული განათლება: პრობლემები, მათი ანალიზი და განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ (FR/382/2-210/13) - ფარგლებში.

სამეცნიერო კონფერენციის სრული პროგრამა იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

დრო: 31 მარტი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

 


 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები