ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სამეცნიერო კონფერენცია „ილია ჭავჭავაძე: კულტურული ფიგურის საკრალიზაცია / სეკულარიზაცია”

ახალი ამბები

ილია ჭავჭავაძე თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში აღიარებულია, როგორც უმნიშვნელოვანესი ნაციონალური ფიგურა, ნაციონალური პოეტი, თანამედროვე ქართული ნაციონალური იდენტობის შემქმნელი, საქართველოში თანამედროვე სეკულარული სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი აზროვნების დამამკვიდრებელი, კულტურული სივრცის საკრალური ფიგურა /კულტურული წმინდანი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი.

ილია ჭავჭავაძისთვის პატივის მიგების ტრადიცია მის სიცოცხლეშივე დაიწყო და დღევანდელ საქართველოშიც გრძელდება.მისი გარდაცვალებიდან 110 წლის განმავლობაში თვით ყველაზე ურთიერთგანსხვავებული იდეოლოგიურ-პოლიტიკური თუ კულტურული დისკურსები საკუთარი ლეგიტიმაციისთვის ილიას მემკვიდრეობას მიმართავენ. ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული ტექსტები მრავალგვარი,  ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერპრეტაციის საგანი ხდება.

კონფერენციაში მონაწილეობისთვის ვიწვევთ მკვლევარებს და ველით მოხსენებებს სხვადახვა ფოკუსით, მათ შორის:

  • ილია ჭავჭავაძის ფიგურა და კულტურული, ნაციონალური, იდეოლოგიური, პოლიტიკური თუ რელიგიური დისკურსები საქართველოში;
  • ილია და მისი თანადროული, მის შემდგომი, დღევანდელი საქართველო;
  • კულტურული ფიგურების სარკალიზაცია ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში;
  • რომანტიული ნაციონალიზმის ეპოქა, ნაციონალიზმის ფორმირება, ნაციონალური პოეტები ევროპასა და საქართველოში;
  • ილია და ლიტერატურული ტექსტის ინტერპრეტაციის პრობლემები.

კონფერენცია ჩატარდება:2017 წლის 24-25 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

მოწვეული მომხსენებლები:

პროფ. იოეპ ლიერსენი (ამსტერდამის უნივერსიტეტი)

პროფ. დევიდ აიერსი (კენტის უნივერსიტეტი)

დოქტ. მარიან დოვიჩი (სლოვენიური ლიტერატურისა და     ლიტერატურისმცოდნეობის ინსტიტუტი)

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, მოხსენების თეზისები – 250 სიტყვის მოცულობით, 5 საკვანძო სიტყვის, სამუშო ადგილის, აკადემიური ხარისხის, საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით – წარმოადგინოთ 2017 წლის 15 ივლისამდე ელექტრონულ მისამართზე: complit@iliauni.edu.ge

შერჩეული მოხსენებები გამოქვეყნდება ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კრებულში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემაში.

ბანერები