ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში – კანდიდატურების მიღება დაწყებულია

ახალი ამბები

სამაგისტრო სტიპენდიები  საფრანგეთში 2020-2021, ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა, ხორციელდება საფრანგეთის მთავრობისა და განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის 2015 წლის პირველ დეკემბერს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე საფრანგეთის მთავრობის, კამპუს ფრანსისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ. 

პროგრამა ქართველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას (ფრანგულ ან ინგლისურენოვან პროგრამებზე).
პროგრამის დასრულების შემდეგ დიპლომირებული მოქალაქეები დაბრუნდებიან საქართველოში და იმუშავებენ სამი წლის განმავლობაში.

პროგრამით მხარდაჭერილი პრიორიტეტული მიმართულებები: 

 

  • სოფლის მეურნეობა
  • განათლება
  • ინჟინერია
  • ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
  • სოციალური მეცნიერებები
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები
  • სამართალი
  • არქიტექტურა
  • საჯარო მართვა
  • მენეჯმენტი

იმისათვის, რომ შეძლოთ განაცხადის გაკეთება: 

  • დაინტერესებული უნდა იყოთ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით;
  • უნდა ფლობდეთ ბაკალავრის ხარისხს ან  იყოთ დამამთავრებელ კურსზე;
  • უნდა იყოთ მაქსიმუმ 30 წლის;
  • უნდა ფლობდეთ ფრანგულ ან ინგლისურ ენას. 

კანდიდატებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2020 წლის 3 თებერვლიდან.

3 მარტის  ჩათვლით ელექტრონული სისტემის მეშვეობით ეწვიეთ  განათლების საერთაშორისო ცენტრის  ვებგვერდს.

http://bit.ly/31RsCRO

ფრანგული ინსტიტუტის ვებგვერდი: https://institutfrancais.ge/ka/

კამპუს ფრანსის facebook გვერდი დამატებითი ინფორმაციისა და კითხვებისთვის : https://www.facebook.com/CampusFranceGeorgie/

ბანერები