ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საინფორმაციო შეხვედრა: „როცა ბავშვი მოწყალებას გთხოვს, იცი როგორ მოიქცე?“

ახალი ამბები

12 აპრილს, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვთა საერთაშორისო დღეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქველმოქმედო ფონდმა „საქართველოს კარიტასმა“ სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით გამართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან: „როცა ბავშვი მოწყალებას გთხოვს, იცი როგორ მოიქცე?“

შეხვედრაზე სტუდენტებს გააცნეს ორგანიზაციის საქმიანობა, კერძოდ, მიუსაფარ ბავშვთა ქვეპროგრამა, რომლის ფარგლებშიც „საქართველოს კარიტასი“ მართავს მობილურ ჯგუფს, მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრებს და მათთან არსებულ სადღეღამისო თავშესაფრებს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის. ასევე მიაწოდეს ინფორმაცია სსიპ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის „აივ ინფექციის პრევენცია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან“ შესახებ, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა ამჟამად ახორციელებს.

შეხვედრა მიზნად ისახავდა მიუსაფარი ბავშვების შესახებ არსებული გამოწვევებისა და სირთულეების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, სტუდენტებში ცნობიერების ამაღლებას, როგორ უნდა დაეხმარონ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს.

ბანერები