ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის იტალიური კულტურის ცენტრში

12 მარტს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა იტალიური ენის შემსწავლელ ინტენსიურ (სამთვიან) კურსებთან დაკავშირებით. კურსებს გაუძღვებიან იტალიელი და ქართველი პედაგოგები. 

კურსის ღირებულება: 444 ლარი

საათნახევრიანი ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ. 

კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისთვის.

დრო: 12 მარტი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: S501-502 აუდიტორიები (გ. წერეთლის ქ. N3), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები