ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საგრანტო კონკურსისათვის მოსამზადებელი უფასო ინტენსიური კურსი ილიაუნის სტუდენტებისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი და ილიაუნის მოსამზადებელი ცენტრი სასწავლო გრანტის გაუმჯობესების მსურველ სტუდენტებს სთავაზობენ საგრანტო კონკურსისათვის მოსამზადებელ უფასო ინტენსიურ კურსს.

კურსის აღწერა

საგრანტო კონკურსისათვის მოსამზადებელი კურსი ფარავს გამოცდით გათვალისწინებულ ყველა კომპეტენციას და შედგება 2 სესიისგან. თითოეული სესიის ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.

სესია 1

  • მოდული 1 საგამოცდო ფორმატი

მონაწილეები გაეცნობიან საგრანტო კონკურსის საგამოცდო ფორმატს და გამოცდასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ საკითხებს, მათ შორის, გამოცდების ნახევრად ელექტრონული ფორმატით ჩაბარების დეტალებს.

  • მოდული 2 - წაკითხულის გააზრება

მონაწილეები, მაღალი სირთულის მქონე ტიპური ტექსტების მაგალითზე, გაეცნობიან ტექსტის სწრაფად და ეფექტურად დამუშავების სტრატეგიებს და კითხვებზე სწორი პასუხის მიგნების საშუალებებს.

სესია 2

  • მოდული 3 - ლოგიკური მსჯელობა

ტრენინგის ფარგლებში გარჩეული 50 ამოცანის მაგალითზე, მონაწილეები გაეცნობიან ამოცანების ამოხსნის ხერხებს და, ათვისებული მიდგომების გათვალისწინებით, ამოხსნიან (ტრენერის დახმარებით) მსგავს ამოცანებს.

  • მოდული 4 - რაოდენობრივი მსჯელობა

მონაწილეები გაიხსენებენ მათემატიკის საბაზისო მინიმუმს, რაც გათვალისწინებულია საგამოცდო ტესტებში, და, ათვისებული მასალის გამოყენებით, ამოხსნიან (ტრენერის დახმარებით) 40 ამოცანას.

რეგისტრირებული სტუდენტები დამატებით ინფორმაციას მიიღებენ ელექტრონული ფოსტით.

მონაწილეობის პირობები

კურსი განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისათვის, რომელთაც სურთ მოპოვებული სასწავლო გრანტის გაუმჯობესება. მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/6H0pHW

კურსს გაუძღვება მარი დგებუაძე - ილიაუნის მოსამზადებელი ცენტრის ტრენერი მრავალწლიანი გამოცდილებით; ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის კითხულობს სალექციო კურსებს ლოგიკაში, კვლევის მეთოდებში, უმაღლეს მათემატიკაში, აკადემიურ წერაში; ავტორია კურსებისა GRE, GMAT და SAT.

საკონტაქტო ინფორმაცია

ელფოსტა: student.affairs@iliauni.edu.ge

ტელ.: 032 2 22 00 09 (270)

Facebook-გვერდი: Facebook.com/iliaunistudentaffairs

ბანერები