ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „უსაფრთხოების პერსპექტივები ევრაზიის რეგიონულ კონტექსტში“

ახალი ამბები

23-29 მაისს ბაზალეთში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კაროლინის უნივერსიტეტის (აშშ) ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლა „უსაფრთხოების პერსპექტივები ევრაზიის რეგიონულ კონტექსტში“.

სკოლაში მონაწილეობდა ხუთი სხვადასხვა უნივერსიტეტის 24 ქართველი და ამერიკელი სტუდენტი.  უცხოელმა და ქართველმა პროფესორებმა სტუდენტებს გააცნეს უსაფრთხოების კვლევების თეორიული და მეთოდოლოგიური ასპექტები, ასევე ევრაზიის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტი და გლობალური  და რეგიონული აქტორების პოლიტიკა რეგიონთან მიმართებით.

თეორიული კომპონენტთან ერთად პროგრამით გათვალისწინებული იყო პრაქტიკული აქტივობებიც, მათ შორის ჯგუფებში მუშაობა და  ტრენინგები მოლაპარაკების ხელოვნებასა და პოლიტიკის მოკლე დოკუმენტის შემუშავებაზე.  

სტუდენტები ეწვივნენ რუსეთის მიერ ოკუპირებული სამაჩაბლოს რეგიონის საოკუპაციო ხაზს, ინახულეს წეროვანის დევნილთა დასახლებები, დაესწრნენ ლექციას თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში და მიიღეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ.

სკოლის დასასრულს მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.

2022 წელი

 

 

 

 

ბანერები