ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა ესპანურ ენაში (DELE)

ახალი ამბები

სოფიას სერვანტესის ინსტიტუტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 2017 წელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება ესპანური ენის სამი საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა (DELE).

გამოცდების თარიღებად განსაზღვრულია:

1. 2017 წლის 12 მაისი სასკოლო დონეებისათვის A1, A2/ B1
    2017 წლის13 მაისი დონეებისთვის: A1, A2, B1, B2, C1, C2.
რეგისტრაცია: დღეიდან 29 მარტის ჩათვლით, ორშაბათი-პარასკევი, 11:00-17:00 საათი (მის.: ჭავჭავაძის გამზ. #32, ოთახი A204).

2. 2017 წლის 14 ივლისი დონეებისთვის: A2, B1, B2, C1.
რეგისტრაცია: დღეიდან 24 მაისის ჩათვლით, ორშაბათი-პარასკევი 11:00-17:00 საათი (მის.: ჭავჭავაძის გამზ. #32, ოთახი A204).

3.  2017 წლის 24 ნოემბერი სასკოლო დონეებისათვის A1, A2/ B1
     2017 წლის 25 ნოემბერი დონეებისთვის: A1, A2, B1, B2, C1, C2.
რეგისტრაცია: დღეიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით, ორშაბათი-პარასკევი 11:00-17:00 საათი (მის.: ჭავჭავაძის გამზ. #32, ოთახი A204).

რეგისტრაციის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფურცელი და მას თან დაურთონ პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი და გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ ანგარიშზე:

მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი - TRESGE22;
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 302007700
დამატებით ინფორმაციაში მიუთითეთ 7710 (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)

საგამოცდო კომისიის შემადგენლობა:

  • თამარ ბესელია (კომისიის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის ესპანური ენის პედაგოგი);
  • ირინა ჭელიძე (უნივერსიტეტის ესპანური ენის პედაგოგი);
  • ია კარგარეთელი (უნივერსიტეტის ესპანური ენის პედაგოგი);

კომისიის აპარატი:

  • ნინო ქარელი (უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის თანამშრომელი);
  • მაკა თაყაიშვილი (უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სასწავლო პროცესის კოორდინატორი).

გამოცდის საფასური (დონეების მიხედვით):

  • დონე A1        81 ლარი
  • დონე A2        85 ლარი
  • დონე B1        90 ლარი
  • დონე B2        127 ლარი
  • დონე C1        150 ლარი
  • დონე C2        164 ლარი

სასკოლო დონე

  • დონე  A1        81 ლარი        
  • დონე  A2        90 ლარი
  • დონე  B1        90 ლარი
ბანერები