ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა ესპანურ ენაში (DELE) 2020

Diplomas de Español como Lengua Extranjera

საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა ესპანურ ენაში (DELE)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020 წლის 13 ნოემბერს ჩატარდება ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა (DELE) სასკოლო დონეებისათვის: A1 და A2/ B1, ხოლო 14 ნოემბერს დონეებისთვის: A1, A2, B1, B2, C1 და C2.

რეგისტრაცია დღეიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით, ორშაბათი-პარასკევი, 11:00-17:00 სთ.

რეგისტრაციის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფურცელი და თან დაურთონ პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ ანგარიშზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში – სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ს/კ 204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997261

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს: გამოცდებში მონაწილე პირის გვარი, სახელი და თანხის ჩარიცხვის დანიშნულება (DELE-ს გამოცდის საფასური).

გამოცდის საფასური (დონეების მიხედვით):

დონე  A1

 

81 ლარი        

დონე  A2

85 ლარი

დონე  B1

90 ლარი

დონე  B2

 

127 ლარი

დონე  C1

 

150 ლარი

დონე  C2

 

164 ლარი


 სასკოლო დონე

დონე  A1

 

81 ლარი        

დონე  A2/ B1

90 ლარი

 

ბანერები